суббота, 13 февраля 2016 г.

ჩემი პროექტის იდეა/ფორმათა ტრანსფორმაცია

   
 ძველი მსოფლიოს ხელოვნების ქანდაკებები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ისე ვერ ვახსენებთ თანამედროვე ქანდაკებებს, რომ არ გავიხსენოთ ძველი მსოფლიოს ხელოვნება. მაგრამ როგორი იყო ეს ქანდაკებები? მოსწავლეები კითხულობენ, არკვევენ და ერთმანეთს და ადარებენ. მოსწავლეები მსჯელობენ რა არის „ფორმათა ტრანსფორმაცია“? აანალიზებენ როგორ იცვლება ფორმების განსაზღვრება დროში და სხვასხვა ქვეყანაში. შემდეგ შეარჩევენ თანამედროვე ქანდაკებებს და დაწერენ საკუთარ მოსაზრებებს კინეტიკურ ქანდაკებებზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია ტრადიციული და კლასიკური ხელოვნებისაგან. მოსწავლეები წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას სახელწოდებით „ფორმათა ტრანსფორმაცია“ დაბეჭდიან, გაავრცელებენ ბუკლეტებს და გაუზიარებენ თავისზე პატარებს.

5 комментариев:

  1. პროექტის იდეა რომელიც თქვენ აირჩიეთ მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.კავშირი წარსულთან ,როგორ მიმდინარეობს ცვლილებები მათი დანახება ბავშვებისათვის აქტუალურია. რაიმე რეკომენდაციის უფლებას ჩემს თავს ვერ ვაძლევ, რადგან ეს სფერო ჩემთვის შედარებით უცნობია.ისღა დამრჩენია, გულწრფელად გისურვოთ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბი

    ОтветитьУдалить
  2. პროექტის იდეა საკმაოდ საინტერესოა,ვფიქრობ მისი განხორციელებით ბავშვები საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესო იდეაა, რადგან მოსწავლეები გააანალიზებენ ქანდაკებების ფორმათა ტრანსფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ეპოქაში.გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  4. იდეა საინტერესოა.ვფიქრობ მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას და განუვითრებს საჭირო უნარჩვევებს.

    ОтветитьУдалить
  5. იდეა საინტერესოა.ვფიქრობ მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას და განუვითრებს საჭირო უნარჩვევებს.

    ОтветитьУдалить