воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

    როგორც ყოველთვის დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და თითოეულმა შეუსაბამეთ ჩვენს პროექტს, სადაც გარკვევით არის  გამოხატული   მოსწავლეთა შეფასება ქულების მიხედვით. ვისწავლეთ როგორ გავუგზავნოთ გუგლდრაივიდან  დოკუმენტი  და როგორ ვიმუშაოთ ერთობლივად. გავიხსენეთ პრეზენტაციის ატვირთვა გუგლდრაივში და ბლოგზე განთავსება. მივიღეთ საშინაო დავალება.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

 ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების (მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია) განხილვით, შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების დრიოს ჩარჩოზე, ანუ გადავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები და თითოეულმა მოვარგეთ ჩვენ პროექტს. აქედან გამომდინარე დავწერეთ შეფასების გეგმა/შეჯამება.შემდეგ კი ვისწავლეთ  პროექტის  საქაღალდის გადატანა ბლოგზე, ჩვენი გადაღლილობის გამო ტრენერმა საშინაო დავალებისგან თავი შეიკავა.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. გუგლ დრაივში ატვირთული პროექტის შაბლონს მივამატეთ სასწავლო ამოცანები და მიმართულების მიმცემი კითხვები. შემდეგ პოვერ პოინტში ავაწყეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ გუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებებს და მივიღეთ საშინაო დავალება.

პორტფოლიოს პრეზენტაცია


суббота, 20 февраля 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

      როგორც ყოველთვის ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით მეორე მოდულის მეორე აქტივობაზე-საკვანძო კითხვების ფორმულირება. თითოეულმა ჩვენი პროექტიდან გამომდინარე დავწერეთ კითხვები-ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. წავიკითხეთ და კიდევ ერთხელ მივიღეთ ტრენერისგან მითითებები. შემდეგ  გავეცანით გუგლ დრაივზე მუშაობას და ბლოგებზე შევქმენით ახალი გვერდები. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება-საკვანძო კითხვების კორექტირება და ერთმანეთთან დაკომენტარება.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა                
 რა გავლენას ახდენს დრო მომავალზე?

თემატური  კითხვა                    
როგორია ქანდაკების განვითარება ეპოქების და ქვეყნების მიხედვით?
როგორია თანამედროვე ხელოვნების ქანდაკებები?  

შინაარსობრი კითხვა            
 რა არის ქანდაკება?  
 რითი იქმნება ქანდაკება?
რა თვისებები ახასიათებს კინეტიკურ ქანდაკებას?          
                                                                             

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

  ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. ტრენერმა შეამოწმა თითოეულის  მიერ შექმნილი ბუკლეტები. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ჩემი პროექტის იდეა და  ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები. დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება და  პროექტს ეროვნულ სასწავლო გეგმიდან  მოვარგეთ სტანდარტი და ინდიკატორები. გამოვაქვეყნეთ სასწავლო ამოცანები და მივიღეთ საშინაო დავალება.

სასწავლო ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • სხვადასხვა პერიოდის და ქვეყნების ქანდაკებების  ინფორმაციის მოძიებას და მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციას;
  • შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე შედარებას ძველი და თანამედროვე ქანდაკებების;
  • ანალიზს და საკუთარი მოსაზრებების დაწერას მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • პრეზენტაციისა და საინფორმაციო ბროშურების საშუალებით აუდიტორიის წინაშე წარდგენას.

суббота, 13 февраля 2016 г.

ჩემი პროექტის იდეა/ფორმათა ტრანსფორმაცია

   
 ძველი მსოფლიოს ხელოვნების ქანდაკებები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ისე ვერ ვახსენებთ თანამედროვე ქანდაკებებს, რომ არ გავიხსენოთ ძველი მსოფლიოს ხელოვნება. მაგრამ როგორი იყო ეს ქანდაკებები? მოსწავლეები კითხულობენ, არკვევენ და ერთმანეთს და ადარებენ. მოსწავლეები მსჯელობენ რა არის „ფორმათა ტრანსფორმაცია“? აანალიზებენ როგორ იცვლება ფორმების განსაზღვრება დროში და სხვასხვა ქვეყანაში. შემდეგ შეარჩევენ თანამედროვე ქანდაკებებს და დაწერენ საკუთარ მოსაზრებებს კინეტიკურ ქანდაკებებზე, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია ტრადიციული და კლასიკური ხელოვნებისაგან. მოსწავლეები წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას სახელწოდებით „ფორმათა ტრანსფორმაცია“ დაბეჭდიან, გაავრცელებენ ბუკლეტებს და გაუზიარებენ თავისზე პატარებს.

მეორე დღის რეფლექსია

  დღე დაიწყო ორგანიზაციული საკითხებით, შემდეგ გავიხსენეთ ბლოგის შექმნა, სახელის კორექტირება, დიზაინის შეცვლა. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ტრენინგიდან გამომდინარე მოლოდინი.  ვისაუბრეთ მოფიქრებული პროექტის იდეებზე, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება პროექტის მომზადებისთვის.  

пятница, 12 февраля 2016 г.

ინტელის ტრენინგები დაიწყო...

ინტელის ტრენინგი დაგვეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.