დღევანდელი ტრენინგი სხვა ტრენინგებისგან განსხვავდებოდა, რადგან დღეს თითოეულ ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. მივიღეთ ერთმანეთისგან როგორც პოზიტიური, ისე კრიტიკული შეკითხვები და ასევე ტრენერისგან რეკომენდაციები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ პროექტის განხორციელებისათვის.შევავსეთ ტრენინგის შეფასების ფორმა და გავგზავნეთ.
ინტელის სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
воскресенье, 6 марта 2016 г.
суббота, 5 марта 2016 г.
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით, ტრენერისგან მივიღეთ რეკომენდაციები სასწავლო პროცედურების უკეთესად დასაწერად. შემდეგ განვიხილეთ კითხვარი დიფერენციული სწავლების პრაქტიკის შესახებ, სადაც მონიშვნები განვახორციელეთ. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც უნდა შეგვერჩია ჩვენი პროექტისთვის. მივიღეთ საშინაო დავალება.
воскресенье, 28 февраля 2016 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
როგორც ყოველთვის დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და თითოეულმა შეუსაბამეთ ჩვენს პროექტს, სადაც გარკვევით არის გამოხატული მოსწავლეთა შეფასება ქულების მიხედვით. ვისწავლეთ როგორ გავუგზავნოთ გუგლდრაივიდან დოკუმენტი და როგორ ვიმუშაოთ ერთობლივად. გავიხსენეთ პრეზენტაციის ატვირთვა გუგლდრაივში და ბლოგზე განთავსება. მივიღეთ საშინაო დავალება.
суббота, 27 февраля 2016 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების (მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია) განხილვით, შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების დრიოს ჩარჩოზე, ანუ გადავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები და თითოეულმა მოვარგეთ ჩვენ პროექტს. აქედან გამომდინარე დავწერეთ შეფასების გეგმა/შეჯამება.შემდეგ კი ვისწავლეთ პროექტის საქაღალდის გადატანა ბლოგზე, ჩვენი გადაღლილობის გამო ტრენერმა საშინაო დავალებისგან თავი შეიკავა.
пятница, 26 февраля 2016 г.
воскресенье, 21 февраля 2016 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. გუგლ დრაივში ატვირთული პროექტის შაბლონს მივამატეთ სასწავლო ამოცანები და მიმართულების მიმცემი კითხვები. შემდეგ პოვერ პოინტში ავაწყეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ გუგლ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებებს და მივიღეთ საშინაო დავალება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)